Thursday, June 16, 2016

კურსის რეფლექსია

    2016 წლის 22 მაისს დავიწყეთ ინტელის საგანმანათლებლო კურსი პროექტებით სწავლება ისტ- ის ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ მეთოდის სწავლებით ჩემს მოსწავლეებს განუვითარდებათ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, გაიზრდება მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში და დაეხმარება მათ სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
შევქმენით ჩვენი საქაღალდე  თითოეული მოდულის მასალის შესანახად. გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკას. ცხრა დღის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ ვმუშაობდით პორტფოლიოს წარმოებაზე. ტრენინგის პარალელურად მქონდა დაგეგმილი კლასში პროექტი ,,ყვავილები ჩვენს ცხოვრებაში” , რომელსაც ბავშვებთან ერთად შეძლებისდაგვარად ვიმუშავეთ მოკლე დროში. მუშაობა ძალზე ნაყოფიერი აღმოჩნდა



Wednesday, June 15, 2016

მე-8 დღის რეფლექსია

განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმა. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე და ჩავწერეთ შესაბამისი მითითებები ჩვენს გეგმაში. ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე. განვიხილეთ, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას.

.

Sunday, June 12, 2016


მე-7 დღის რეფლექსია

გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასებას, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ შეფასების რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები , ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნის და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის ჩვენ პროექტზე მუშაობისას. ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელო გამოვიყენეთ პროექტის თვითშეფასების რუბრიკის შევსებისას; შევავსეთ თვითშეფასების რეფლექსია, შევადგინეთ დაკვირვების ჟურნალი.