Wednesday, July 6, 2016
Thursday, June 16, 2016
კურსის რეფლექსია
2016 წლის 22 მაისს დავიწყეთ ინტელის საგანმანათლებლო კურსი პროექტებით სწავლება ისტ- ის ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ მეთოდის სწავლებით ჩემს მოსწავლეებს განუვითარდებათ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, გაიზრდება მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში და დაეხმარება მათ სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
შევქმენით ჩვენი საქაღალდე თითოეული მოდულის მასალის შესანახად. გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკას. ცხრა დღის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ ვმუშაობდით პორტფოლიოს წარმოებაზე. ტრენინგის პარალელურად მქონდა დაგეგმილი კლასში პროექტი ,,ყვავილები ჩვენს ცხოვრებაში” , რომელსაც ბავშვებთან ერთად შეძლებისდაგვარად ვიმუშავეთ მოკლე დროში. მუშაობა ძალზე ნაყოფიერი აღმოჩნდა.

Wednesday, June 15, 2016
მე-8 დღის რეფლექსია
განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმა. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე და ჩავწერეთ შესაბამისი მითითებები ჩვენს გეგმაში. ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე. განვიხილეთ, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას.
.
.
Monday, June 13, 2016
Sunday, June 12, 2016
მე-7 დღის რეფლექსია
გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასებას, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ შეფასების რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები , ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნის და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის ჩვენ პროექტზე მუშაობისას. ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელო გამოვიყენეთ პროექტის თვითშეფასების რუბრიკის შევსებისას; შევავსეთ თვითშეფასების რეფლექსია, შევადგინეთ დაკვირვების ჟურნალი.
Saturday, June 11, 2016
მეექვსე დღის რეფლექსია
განვიხილეთ პროექტის პრეზენტაცია, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრები, განვიხილეთ მოსწავლის რამდენიმე ზიპ ფაილები; ვისწავლეთ ფონების შეცვლა და ფაილის ინტეგრირება; ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.
Saturday, June 4, 2016
მე-5 დღის რეფლექსია
ერთმანეთს გავუზიარეთ სასწავლო პროექტების პრეზენტაციები, განვიხილეთ გეგმები და მივიღეთ უკუკავშირი; გავეცანით საავტორო უფლებების ნორმებს, ჩვენი პროექტისთვის შევქმენით ბიბლიოგრაფიები, ვისწავლეთ ჩამოტვირთული მასალების ლინკის დადება, ვისწავლეთ ციფრულად უკუკავშირის მიღება.
Sunday, May 29, 2016
მე-4 დღის რეფლექსია
ვისაუბრეთ შეფასების მეთოდებზე და სტრატეგიებზე.შევიმუშავეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები .შევქმენით სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შაბლონები.ვისწავლეთ ფაილის ინტეგრირება. განვიხილეთ შეკითხვები და მივიღეთ უკუკავშირი. გავწერეთ დროში შეფასების გეგმა. შრომატევადი დღე იყო, შეფასებების შესწავლა დამეხმარება პროექტის ეფექტურ შეფასებების წარმართვაში.
Saturday, May 28, 2016
მე-3 დღის რეფლექსია
გავეცანი პროექტისთვის საჭირო სტანდარტების შემუშავებას, როგორ ჩამოვაყალიბო მკაფიოდ მიზნები და სასწავლო ამოცანები.
ჩავინიშნეთ ბლუმის ზმნები და 21-ე საუკუნის ლექსიკური სიტყვები.
გავეცანი მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვების ფორმულირებას; ვიმუშავეთ პრაქტიკულად და ტრენერისგან მივიღეთ უკუკავშირი. ჩავიწერეთ დავალებები.
Thursday, May 26, 2016
1-ლი და მე-2 დღის რეფლექსია
პირველ დღეს გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს, რომელიც დაგვეხმარება შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში;
გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, იქედან ავირჩიეთ სამი,რომელიც დაგვჭირდება პროექტის დაგეგმვის დროს. ვისწავლეთ როგორ მოვნიშნოთ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია და მოვჭრათ ე.წ. ზონრით; გავხსენით ჩვენი საქაღალდე, რომელშიც ჩავალაგეთ ექვსი საჭირო საქაღალდე. გავეცანით გზამკვლევს.
მე-2 დღეს შევისწავლეთ ბუკლეტების დამზადება, გაზეთების შაბლონების. გავხსენით ჩვენი ბლოგი.

Subscribe to:
Posts (Atom)